პარლამენტი მთავრობის 6 თვის ანგარიშს განიხილავს

პარლამენტი მთავრობის საქმიანობის 6 თვის ანგარიშის განხილვას იწყებს. დოკუმენტზე ბიუროზე იმსჯელებენ სადაც გადაწყდება, თუ როდიდან დაიწყება საკითხის განხილვა კომიტეტებში.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანგარიში ზუსტად ასახავს ქვეყანაში გაუმჯობესებულ ვითარებას ყველა მიმართულებით, თუმცა მათივე განცხადებით არსებობს გარკვეული ხარვეზები. მმართველი გუნდის შეფასებას და ოპტიმიზმს არ იზიარებს ოპოზიცია.

დოკუმენტს, რომელიც 90 გვერდისგან შედგება ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, თუმცა როგორც ცნობილია ის პარლამენტში მისვლას არ აპირებს და დეპუტატთა შეკითხვებზე სავარაუდოდ მინისტრებს მოუწევთ პასუხის გაცემა.

banner
წინა სტატიაშითბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატია,,ყველას აქვს ავადმყოფობის უფლება, მათ შრის საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლესაც”