მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა

ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა.

პროექტის მთავარი მიზანია მოხდეს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლება და შესაბამისად, მივიღოთ უკეთესი ზოგადი განათლების სისტემა. აღსანიშნავია, რომ კარიერულ ზრდას თან ახლავს პედაგოგთა ანაზღაურების მატება.

სქემის ამოქმედებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები, პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის სამუშაო ვერსიას ყველა დაინტერესებული მხარე, უწყება თუ პირი გაეცნო, დაწყებული პრაქტიკოსი მასწავლებლებიდან დასრულებული ქართველი და უცხოელი ექსპერტებით. ყველა საინტერესო და საჭირო შენიშვნა თუ, წინადადება გაზიარებული და ასახულია პროექტში, რომელსაც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი განახორციელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში დაგეგმილ საკომუნიკაციო სტრატეგიას გაეცნენ. მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებმა ის ღონისძიებები წარმოადგინეს, რომელიც წლის ბოლომდე არის დაგეგმილი და ხელს შეუწყობს სქემის დანერგვას. სტრატეგიული გეგმაში გაწერილია ყველა ღონისძიება და ის ეტაპები, რომელიც მასწავლებლებმა უნდა გაიარონ. შესაბამისად, მოხდება სკოლების, დირექტორების, ფასილიტატორების და იმ შეფასების ჯგუფების გადამზადება, რომელსაც სკოლა აირჩევს.

banner
წინა სტატიაში,,ყველას აქვს ავადმყოფობის უფლება, მათ შრის საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლესაც”
შემდეგი სტატიათსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%-ში მოხვდა