ყაჩაღობა თერჯოლაში-დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

    ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

    ყაჩაღობა თერჯოლაში-ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ექვსმა ნიღბიანმა ჭანკვეტაძეების ოჯახი დააყაჩაღა. დანაშაულის ჩადენის დროს ოჯახში ცოლ-ქმარი და ერთი მოხუცებული იმყობებოდნენ.

    როგორც დაზარალებულები აცხადებენ მათ ბოროტმოქმედებმა ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იარაღით ემუქრებოდნენ.

    წაღებულია ოქროულობა და 50 ლარი. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება.

    როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი “კურიერთან” საუბარში აცხადებს მისი შვილიშვილი ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ქალბატონი განმარტავს, რომ ის გუშინაც დაკითხეს და სახლში ნაცემი დაბრუნდა. როგორც ადგილობრივი მოსახლე აცხადებს სამართალდამცველებს მისი ოჯახის წევრთან კითხვები სწორედ ჭანკვეტაძეების ოჯახის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით აქვთ.

    banner
    წინა სტატიაში“ვფიქრობ, ქუთაისი მთავრობის სახლი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიყიდოს”
    შემდეგი სტატიასახალხო დამცველი გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს