ქრთამის აღების ფაქტზე “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფოს კუთვნილი სს “საქართველოს რკინიგზის” აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს ელექტრომომარაგების რაიონის უფროსი, გრიგოლ კაჭარავა დააკავეს.
როგორც “თაიმერს” ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სს “საქართველოს რკინიგზის” საკუთრებაში არსებული ფართის სათანადო ხელშეკრულების გარეშე, უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 აშშ დოლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს
შემდეგი სტატიაოთარ დანელიას მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს