საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გიორგი შერმადინი დააკავა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა მეწარმე სუბიექტმა გორის მუნიციპალიტეტს შეუსრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოებისთვის თანხის გადარიცხვის დაჩქარების სასნაცვლოდ კი, ბრალდებულმა მოქალაქისგან ქრთამის სახით 500 ლარი აიღო.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.