ქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხეშია–ალექსი პეტრიაშვილი

ქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხეშია–ალექსი პეტრიაშვილი

ქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხეშია–ალექსი პეტრიაშვილი“დასავლეთის ნაბიჯები არ არის საკმარისი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინამ და საქართველომ თავდაცვითი საშუალებები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს– ეს განცხადება “კურიერის” პირდაპირ ეთერში “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა. მისისვე თქმით რუსეთის ტაქტიკა არ იცვლება დასავლეთის სანქციების მიუხედავად.რუსეთი განაგრძობს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების მიტაცებას. რუსეთს არაფერი არ შეუცვლია. ის აფორმებს ხელშეკრულებებს, მაგრამ არ ასრულებს და ამას საქართველოს და უკრაინის მაგალითები მოწმობს. რა თქმა უნდა, სანქციებმა გამოიღო თავისი შედეგი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი,”- აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრმა საქართველოს ხელისუფლება კვლავ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხეშია.

“ჩვენ როდესაც ვიყავით მთავრობაში, ან ვიყავით რეგიონებში, რომ აგვემაღლებინა მოსახლეობის ცნობადობა ევროინტეგრაციის შესახებ ან ვმუშაობდით ბრიუსელში, რათა რუსეთის ქმედებებისთვის ადექვატური პასუხი გაგვეცა და მეტი დახმარება მიეღო საქართველოს. ძალიან დინამიური წინსვლა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება დღეს ამას აღარ აკეთებს. მთავრობის გრაფიკი “ასოცირების ხელშეკრულების” მიხედვით უნდა ჰქონდეთ აწყობილი. ამას ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ვხედავ “ევრაზიულ კავშირს” და მსგავს ორგანიზაციებს. ძალიან დიდი სამუშაო მიმდინარეობს იმისკენ, რომ შექმნან ეჭვი საზოგადოებაში, რომ დასავლეთი უძლურია და, რომ ნატო არ არის დღეის და ხვალის საქმე,” – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს-ირაკლი ალასანია