“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-მ რეკლამაზე 2 850 616 ლარი დახარჯა

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ბუდაპეშტში ევროპის სოციალისტური პარტიის მე-10 ყრილობას დაესწრება

2014 წელს ყველაზე დიდი თანხა რეკლამაზე პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დახარჯა. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რეკლამაზე 2 850 616 ლარი დახარჯა, მათ შორის სატელევიზო რეკლამაზე 830 273 ლარი.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამაზე გაწეულ ხარჯებს, “ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ” რეკლამაზე 952 985 ლარი დახარჯა, აქედან 207 041 ლარი სატელევიზიო რეკლამაზე მოდის. 314 307 ლარი დახარჯა რეკლამაზე “პატრიოტთა ალიანსმა”, აქედან 159 012 ლარი _ სატელევიზიო რეკლამაზე. 396 662 ლარი შეადგინა “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ რეკლამაზე გაწეულმა ხარჯმა, აქედან 14 538 ლარი სატელევიზიო რეკლამაზე მოდის.

banner
წინა სტატიაშიირინა იმერლიშვილი: ეს არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია
შემდეგი სტატიამივანიჭოთ სიხარული ბავშვებს!