ირინა იმერლიშვილი: ეს არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “თანამდებობა მოქალაქეობაზე გაცვალა”.
როგორც იმერლიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს ეს არ გაუკეთებია.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებლობა, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს, იმერლიშვილის თქმით, ამაზე კომენტარს პრეზიდენტის ნაცვლად ვერ გააკეთებს. თუმცა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფად აფასებს.
“ცხადია, სააკაშვილის დანიშვნა არის უკრაინის მხარის გადასაწყვეტი. რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, ამას აქვს თავისი პროცედურები. დაველოდოთ, მე ცხადია, პრეზიდენტის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ქვეყნის პირველმა პირმა გუშინ უკვე გააკეთა კომენტარი, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება არის საქართველოს და პრეზიდენტის ინსტიტუის შეურაცხყოფა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა გაცვალა მოქალაქეობაზე. ეს არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ვწუხვარ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ასეთი ბოღმის და შურისძიების შემცველი განცხადებები
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-მ რეკლამაზე 2 850 616 ლარი დახარჯა