ქალაქ რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ბიჯეტის თანხებით ახალი ავტომობილები შეიძინეს

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

"გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ," - ნინო ჩხობაძე„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქ რუსთავის მერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილ ავტომობილებზე – volkswagen phaeton (რუსთავის მერი) და toyota landcruiser 200 (ქვემო ქართლის გუბერნატორი) ისაუბრა, რომელთა ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 300 ათასამდე ლარს შეადგენს.
დეპუტატის განცხადებით, ამ შესყიდვით, პრემიერის დადგენილების მე–8 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულებისა, პირდაპირაა უგულვებელყოფილი.
„დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აღნიშნულია, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და მე–8 პუნქტში ვკითხულობთ – აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა გარდა სპეციალური დანიშნულებისა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მანქანები სპეცდანიშნულების ტექნიკას არ წარმოადგენს, ესაა ფუფუნება, რომელის უფლებასაც ივანიშვილის ჩინოვნიკები აძლევენ თავს.
ხელისუფლება არის ჩვეულებრივი მატყუარა. ერთი ხელით ისინი ხელს აწერენ მსგავს დოკუმენტებს და გვეუბნებიან, რომ ქამრებს შემოიჭერენ, მეორე ხელით კი ზუსტად ქამრებს იჭერენ ასეთ ავტომობილებში. ხელისუფლების არაადეკვატურობას ზღვარი არ აქვს და ალბათ რიგითი რუსთაველები, რომლებისაც კვირიდან კვირამდე თავის გატანა უჭირთ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მამუკა ჩიქოვანმაც. მისი თქმით, სრულიად არაადეკვატურია გუბერნატორისა და ქალაქ რუსთავის მერის ქმედებები მაშინ, როცა რეგიონში არაფერი კეთდება და მოსახლეობაც უკიდურეს მდგომარეობაშია.
„იმის მიუხედავად, რომ დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე ყოველდღიურად საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი, ქვემო ქართლის გუბერნატორი თავს უფლებას აძლევს ადგილობრივი ბიუჯეტი პირადი კომფორტისთვის გამოიყენოს. მან და რუსთავის მერმა ჩათვალეს, რომ ახლა სწორედ ახალი ავტომობილების შეძენის დროა“, – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში“ინტეგრაციის მხოლოდ ერთ მექანიზმზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული” – ირაკლი ალასანიას რჩევა ხელისუფლებას
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინოში საღებავი აღმოაჩინა