დღეს 1 მაისს, იაპონიაში ატომურ რეაქტორ ,,ფუკუსიმა-1,,ზე რადიაციული წყლის გაჟონვა მოხდა… ამის შესახებ იუწყება აეს-ის ოპერატორი კომპანია ,,Tokyo Electric Power,,-ი, რომელმაც დაღვრილი სითხე მეთვალყურე რობოტების გამოყენებით აღმოაჩინა…
კომპანიის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს რადიაქტიული წყლის ცისტერნებზე დაზიანების ადგილის დადგენა…
აღსანიშნავია, რომ რადიაქტიური წყლის გაჟონვა, ძირითადი პრობლემაა იაპონურ დაზიანებულ აეს-ებზე მომუშავე ლიკვიდატორებისათვის. როგორც ცნობილია, ამჟამად იაპონიის ავარიულ სადგურებში, მიწისზედა ცისტერნებში 250. 000 ტონამდე რადიაქტიური წყალი ინახება.