ფოთში კულტურის სახლში ზურაბ ხონელიძის წიგნის პრეზენტაცია შედგა

ფოთში კულტურის სახლში ზურაბ ხონელიძის წიგნის “საქართველოს არჩევანი” პრეზენტაცია შედგა. საღამო ფაზისელმა ალექსანდრე გვასალიამ გახსნა და მას ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე უძღვებოდა. ზურაბ ხონელიძემ რომელიც დიპლომატიური საქმიანობიდან იცნობს საზოგადოება ამ იდეის და წიგნის შექმნაზე ისაუბრა.

ფოთელები კარგად იცნობენ ავტორს და წიგნში განხილული თემა დღეს ყველაზე აქტუალურ თემად მიაჩნიათ . ეს არის სამხრეთ კავკასიის იდეა,  რომელიც ამ რეგიონში არსებული ქვეყნების უსაფრთხო გაერთიანებას გულისხმობს.

“ეს არ იყო მხოლოდ წიგნის პრეზენტაცია რადგან წარდგინებას მოჰყვა იდეის ირგვლივ არა მარტო კითხვები, საკუთარი მისაზრებები , კომენტარები არამედ იდეა რომ ეს სახალხო მოძრაობად იქცეს.
საღამო ორ საათს გაგრძელდა და კულტურის სახლში მოსული საზოგადოება დააფიქრა იდეამ თუ რა გზაშია ჩვენი ქვეყნის ხსნა , ევრაზიულ თუ ევროატლანტიკული თუ სამხრეთ კავკასიურ გაერთიანებაში”,- განუმართეს “თაიმერს” ღონისძიების ორგანიზატორებმა.

xonelidze

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბაშვილი: მოვუწოდებთ ივანიშვილს, ყურად იღოს ევროპარლამენტართა განცხადება და მსხერპლად ნუ შესწირავს საკუთარ ინტერესს საქართველოს მომავალს
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება უკვე აზარალებს ინვესტორების განწყობას