ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დაიწყება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მომავალი კვირიდან ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება იწყება, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტიც არის ჩართული. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად ხდება მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის ასეთი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.
მთავრობის მიერ მიღებული პროგრამების ფარგლებში, ფოთში განხორციელდება კოღოს საწინააღმდეგო პროცედურები. ღია სივრცეები და წყალსატევები შეიწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით დამუშავდება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი აღნიშნული პროგრამის რეალიზაციაზე მომუშავე ჯგუფს შეხვდნენ და ცალკეული ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. ფოთის მერის მოადგილის გიორგი მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა შეწამვლითი სამუშაოების ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში განხორციელდება, მეორე ეტაპი-სექტემბერში.
პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მუნიციპალიტეტის სამსახურებს, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებსა და მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზებისთვის მანქანების გამოყოფაზე ვერ თანხმდებიან
შემდეგი სტატიაქოცნაცური წინასაარჩევნო “ზახოდი” – მომეცი “სივი” მოგცემ სკამს!