პარლამენტში ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზებისთვის მანქანების გამოყოფაზე ვერ თანხმდებიან

თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზებისთვის პარლამენტი ავტომანქანებს გამოყოფს, რომელიც მას EBRD-ის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა, ავტომანქანები ოლიმპიადის წარმომადგენლებს 15 ივლისიდან 2 აგვისტომდე უნდა ათხოვონ.
ხაბელოვის ამ განცხადებას დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მანქანები პარლამენტსაც ჭირდება და 15 ივლისიდან ორ აგვისტომდე პერიოდი საკმაოდ დიდია.
კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემაც. როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი არა ბიუროს, არამედ ხაზინანდართა საბჭოს განსახილველია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო
შემდეგი სტატიაფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დაიწყება