ფინეთმა საკუთარ წყლებში საეჭვო ობიექტი აღმოაჩინა

ფინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ჰელსინკის წყლებში უცნობი ობიექტი აღმოაჩინა. როგორც ფლოტის წარმომადგენლები ამბობენ, შესაძლებელია საუბარია წყალქვეშა ნავზე. ის ჯერ ორშაბათს, შემდეგ კი სამშაბათს იქნა შემჩნეული.
ფინელმა სამხედროებმა წყალში რამდემიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
თავდაცვის მინისტრის კარლ ჰაგლუნდის თქმით, შესაძლებელია აღმოჩენილი ობიექტი სუბმარინი იყო, რომელმაც , სავარაუდოდ, ფინეთის ტერიტორია დატოვა.
„აფეთქებების მიზანი ობიექტის განადგურება არ ყოფილა, ჩვენ გვინდოდა მათ ენახათ, რომ შევამჩნიეთ და გავაფრთხილეთ“ – განაცხადა სამხედრო ძალების ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, პირველი რანგის კაპიტანმა ოლავი იანტუნენმა.
ინციდენტი რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუსეთ-ფინეთს 1340 კილომეტრზე ერთობლივი საზღვარი აქვთ.
ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთი საზღვართან სწავლებებს ანხორციელებს.
თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ინციდენტი უკავშირდება თუ არა რუსეთს.

banner
წინა სტატიაში90 წლის კუს, რომელსაც ფეხები არ ქონდა, ბორბლები დაუმაგრეს
შემდეგი სტატიასაბერძნეთის თავდაცვის მინისტრს ანარქისტები თავს დაესხნენ