90 წლის კუს, რომელსაც ფეხები არ ქონდა, ბორბლები დაუმაგრეს

უელსში, პერმბპოკშირის საგრაფოში, კუს, რომელსაც ფეხები არ ქონდა, ბორბლები დაუმაგრეს, რომ გადაადგილებაში არ შეშლოდა ხელი.
90 წლის კუ, რომლის სახელია მისის ტ ზამთრის სარდაფში იყო, როცა ვირთხა დაესხა თავს. ვირთხამ ფეხების ნაწილის მოჭმა შეძლო. შინაური ცხოველის გადარჩენის ოპერაციისთვის პატრონმა ჯუჯ რაიდერმა 1500 ფუნტი გადაუხადა ვეტერინარს.
გადაადგილების პრობლემის მოსაგვარებლად ჯუჯმა ინჟინერს მიმართა. 37 წლის დეილმა პროტეზის მაგივრად სათამაშო თვითმფრინავის ბორბლები გამოიყენა, რომელიც პაციენტს სპეციალური რამებით დაუმაგრა.
პატრონის ვარაუდი, რომ თუკი კუ ვერ შეძლებდა გადაადგილებას, მისი დაძინება მოუწევდა, არ გამართლდა.
მისის ტ პროტეზს შეეგუა, თუმცა გაჩერების სასწავლებლად რამდენიმე დღე დასჭირდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრესა: ჩინეთის შიში და რუსეთზე მობილიზება
შემდეგი სტატიაფინეთმა საკუთარ წყლებში საეჭვო ობიექტი აღმოაჩინა