ფინანსთა სამინისტროში გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2008 წლის შემდგომ გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

შეხვედრაზე იმსჯელეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე და იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს საშუალებას მისცემს დაასრულონ მშენებლობები და შეასრულონ მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები.

როგორც აღინიშნა, შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათები წესდება სწორედ დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა და საბერძნეთმა შეთანხმებას მიაღწია
შემდეგი სტატიაყაჩაღობა რუსთაველზე – რატომ დაესხნენ თავს “რუსთავი2”-ის თანამშრომელს?