ფიდელ კასტრომ თავისი 89 წლის იუბილე აშშ-ს წინააღმდეგ წერილით აღნიშნა

ფიდელ კასტრომ თავისი 89 წლის იუბილე აშშ-ს წინააღმდეგ წერილით აღნიშნა

ფიდელ კასტრომ თავისი 89 წლის იუბილე აშშ-ს წინააღმდეგ წერილით აღნიშნაუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ფიდელ კასტრომ თავისი მორიგი დაბადების დღე აშშ-ს წინააღმეგ წერილით აღნიშნა და თანამემამულეებს ღია წერილით მიმართა.
ესეში, რომელიც სახელმწიფო გაზეთ Granma-ში გამოქვეყნდა, კასტრო წერს, რომ აშშ-მ კუბას მილიონობით დოლარი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით 53 წლიანი ემბარგოსთვის, რომელიც დღემდე არ არის მოხსნილი.
ღია წერილში არაფერია ნახსენები აღდგენილ დიპლომატიურ ურთიერთობებზე და აშშ-ს საელჩოს ჰავანაში გახსნაზე, რომელიც ხვალ შედგება. გახსნაში აშშ-ს გენერალური მდივანი ჯონ კერი მიიღებს მონაწილეობას.

ადრე კასტრომ უკმაყოფილება გამოთქვა კუბას და აშშ-ს შერიგებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი “რუსთავი2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია იძაბება