კუბის რევოლუციის ლიდერმა 88 წლის ფიდელ კასტრომ, ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და აშშ-სა და კუბას შორის გასული წლის დეკემბერში გამოცხადებულ ნორმალიზების პროცესს შეეხო.
ფიდელ კასტრომ მიმართა ჰავანის უნივერსიტეტის სტუდენტთა საბჭოს წერილით, სადაც ის აშშ-სა და კუბას შორის ნორმალიზაციის პროცესის, რომელიც 50 წლის უკან გაწყდა, ასპექტებს შეეხო.
,,მე არ ვენდობი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩემი მმართველობის პერიოდში სიტყვაც კი არ გამიცვლია მათთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე წინააღმდეგი ვარ სამხედრო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილს მსოფლიოს ხალხებს შორის მაშინაც კი, როცა საქმე ეხება ჩვენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს,, ნათქვამია ფიდელ კასტროს მიერ ჰავანის უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც კუბის კომუნისტების გაზეთმა ,,Granma,,-მ გამოაქვეყნა.