ფედერაციის მიმართ იყო არასწორი შეფასებები

ფედერაციის მიმართ იყო არასწორი შეფასებები

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთაზვიად სიჭინავას მიერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე .

შოთა ხაბარელი სიჭინავას მუშაობის პერიოდს არადამაკმაყოფილებლად აფასებს. როგორც დეპუტატი ამბობს, სასიკეთო ბევრი არაფერი გაკეთებულა.

„კანდიდატები მე მგონი, უკვე ყველასთვის ცნობილია. ფაქტი სახეზეა, რომ შედეგი არის არადამაკმაყოფილებელი, ცუდი. ფეხბურთის წინსვლას ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირი კუთხით. აქედან გამომდინარე, დაღუპვა კატეგორიული ნათქვამია, ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ სასიკეთო ბევრი არაფერი გაკეთებულა,“ – განმართა შოთა ხაბარელმა.

rezi-arveladze

ზვიად სიჭინავას მიერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ განმარტება გააკეთა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.

რეზი არველაზის განმარტებით, ეს არ არის განცხადება გადადგომის შესახებ. მისი თქმით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სიჭინავა პოსტზე რჩება.

არველაძე ასევე განმარტავს, რომ ზვიად სიჭინავა განაწყენებულია იმ დამოკიდებულების გამო, რომელიც მის მიმართ სახელისუფლებო წრეებიდან ისმოდა.

“ადამიანი გულდაწყვეტილია, რადგან 6 წელიწადი მაქსიმალურად თავისი შესაძლებლობები მთლიანად მიუძღვნა თავის საქმეს. როდესაც მის და საერთოდ ფედერაციის მიმართ იყო არასწორი და არაადეკვატური შეფასებები, რა თქმა უნდა, ეს გულსატკენია,” – განმარტა რეზი არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ზვიად სიჭინავამ უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგაკეთა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი–ჩემი და ნოდარ ხადურის დიდგორი წინ არის
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მერაბ ჟორდანიაც იბრძოლებს