უმრავლესობა ვაუჩერებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობა მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს კომუნალური ვაუჩერები სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახზე გადაანაწილოს. საკრებულოს წევრები ამ საკითხის დაყენებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავენ.

„ნაცვლად ელექტროენერგიაზე ტარიფების განახევრებისა და მისი მნიშვნელოვნად შემცირებისა, ტარიფები სამწუხაროდ გაიზრდება და ნაცვლად ნარმანიას დაპირებისა, რომ კომუნალური ვაუჩერის სისტემა, რომელიც ძველ სატარიფო სისტემას იყო მორგებული, შენარჩუნდებოდა სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებზე, რომლებიც ამას საჭიროებენ, ესეც აღმოჩნდა ტყუილი,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სქემა შემუშავების პროცესშია და კონკრეტულ პროექტებზე საუბარი ნაადრევია.

„იქნება ერთიანი სამთავრობო პროგრამა, ამის შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ყველა გაიგებს,“ – განმარტავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე.

კომუნალური ვაუჩერების სქემას შეიმუშავებს მერია, რის შემდეგაც გადააგზავნის საკრებულოში. საკრებულომ კი უნდა იმსჯელოს და დაამტკიცოს ახალი სქემა. დედაქალაქის მერი ამ საკითხზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

„ის ნამატი, რაც იქნება ტარიფების ზრდის შედეგად, ამ კატეგორიის ადამიანებს თბილისის მერია სრულად დაუფარავს,“ – განმარტა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის გამეორების საშიშროება არსებობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მომავალში ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე