უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთს დღეიდან ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა

უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, ხელი მოეწეროს მინსკის მოლაპარაკებების გრაფიკის იმპლემენტაციას და დღეიდან შეწყდეს ცეცხლი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ ეს ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას.
“უკრაინა სრულად ასრულებს მინსკის მოლაპარაკებებს და უკვე ოთხი თვეა ელოდება მათ შესრულებას რუსეთისა და “ბოევიკების” მხრიდან”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა
შემდეგი სტატიალევან ვასაძე: აუცილებელია ამჟამინდელი პარლამენტის დათხოვნა და ისეთის არჩევა, რომელიც ხალხის განწყობებს მართლაც ასახავს