უკრაინული LB.ua საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს ადმინისტრაციაში გასაუბრებაზე კიდევ ერთი ქართველი, საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დაიბარეს, რომელსაც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის შემცვლელად მოიაზრებენ…
უკრაინული მედიის ცნობით ანდრია ურუშაძე, რომელმაც საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა ჩაატარა, 9 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა გასაუბრებაზე და მას ალექსანდრე კვიტაშვილის ჩასანაცვლებლად ამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ჯანდაცვის ქართველმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უკვე ივლისის თვეში გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა უკრაინის რადამ მისი გადაყენებისათვის საჭირო ხმები ჯერჯერობით ვერ მოაგროვა… ცოტა ხნით ადრე კი, კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა დარჩეს პოსტზე, ოღონდ გარკვეული პირობებით.
www.timer.ge