უკრაინის საგარეო უწყებამ ნინო ბურჯანაძეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ქართული ანდაზაა,

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა აუკრძალა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ სერგეი ნარიშკინთან გამართულ მოლაპარაკებების დროს უკრაინის მისამართით გაკეთებულ არამეგობრულ განცხადებებს უკავშირდება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის უშიშროების სამსახურს შესაბამისი შეტყობინება უკვე გადაუგზავნა.

ნარიშკინთან გამართული შეხვედრისა და ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ნინო ბურჯანაძის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის მოთხვონით აქციები გაიმართა.

ukrainaaa

banner
წინა სტატიაშიუშბაზე ასვლისას ბელორუსი ტურისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიარა მოხდა სოფელ ჯგალში?