უკრაინელი მფრინავის სავჩენკოს საქმე პროკურატურას გადაეცა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ არის აღძრული, პროკურატურას ბრალის დასამტკიცებლად გადაეგზავნა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტასი ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, 2014 წელს ლუგანსკის რაიონში ომის მსვლელობისას ნადეჟდა სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების კოორდინატები გაიგო და გადასცა უკრაინის სამხედრო ფორმირებებს, რომლის შემდეგაც რუს ჟურნალისტებს და სხვა სამოქალაქო პირებს უკრაინელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ორი ჟურნალისტი დაიღუპა.
სავჩენკო ორი ან მეტი პირის მკვლელობის მუხლით მიდის, რომელიც სოციალური ჯგუფისადმი სიძულვილით იყო გამოწვეული, ასევე სავჩენკოს რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება ბრალი.
სასამართლომ სავჩენკოს დაკავების ვადა 10 ივნისს 30 სექტემბრამდე გაუგრძელა.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობის წვრები ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას გეგმავენ
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: საბერძნეთში განვითარებული მოვლენები მთელი ევროპისთვის სერიოზული გამოწვევაა