უკრაინაში მოიერიშე ქართული ასეული ,,იბერია,, ჩამოყალიბდა

11186454_469655159865346_1216400133_nქართული არმიის 24 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების ბატალიონ ,,დონბას უკრაინაში, ქართული მოიერიშე ასეული ,,იბერია,, ჩამოყალიბდა…

11208967_469660069864855_837497809_nასეულის მეთაური ჯერჯერობით უკრაინაში მებრძოლი ქართველი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილია… თუმცა, როგორც თავად აცხადებს ,,თაიმერთან,, საუბარში, მეთაურს ბატალიონის წევრები კრებაზე აირჩევენ, რომელიც მოკლე ხანებში გაიმართება…

მარტიაშვილის აზრით ქართული ასეული მოიაზრება, როგორც ქართველი ხალხის სამშვიდობო მისია უკრაინაში და არ გამორიცხავს, რომ პოლკ ,,აზოვის,, ქართველი წევრებიც მოკლე ხანში მასთან გადმოვიდნენ…

11115912_469655019865360_89349201_n,,ჩვენ ქართველი ხალხის სამშვიდობო მისია ვართ უკრაინაში… სამშვიდობო იმიტომ, რომ ჩვენ აქ ტერორიზმის დასამარცხებლად და უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ვართ ჩამოსული… საქართველოს ხელისუფლება კი გაგვემიჯნა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, მაგრამ ქართველი ხალხი არ გაგვმიჯნია…  ღარიბაშვილს თუ უნდა ბიძინასაც გაემიჯნოს… ჩვენ აქ ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით ვმოქმედებთ, დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა უკრაინას უჭერს მხარს… პოლიტიკისაგან შორს ვართ და პოლიტიკოსებისაგან, თუმცა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩვენს მიმართ ყურადღებას გამოიჩენს შევხდებით… და თუ ვინმე დახმარებას გაგვიწევს არც ამაზე ვიტყვით უარს, რამე თუ ჩვენ აქ დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ გვაქვს… არც ხელფასებს ვიღებთ და არ სხვა სახის ფულად გასამრჯელოს, როგორც ამას ზოგიერთები ავრცელებენ,,  აცხადებს ასეული ,,იბერიას,, მეთაური მარტიაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური გაურკვევლობა თავის ზეგავლენას ახდენს გაცვლით კურსზე–ნოდარ ხადური
შემდეგი სტატია“ყვირილით ეს საქმე არ წყდება”–ბიძინა გიორგობიანი