საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა კრისტინ ლეგარდმა განაცხადა, რომ გაოცებულია უკრაინაში ეკონომიკური რეფორმების შედეგებით. “შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმ პროგრესით, რომელიც უკანასკნელი თვეების მანძილზე ხდება. უკრაინამ მსოფლიო გააოცა” – განაცხადა მან კიევში თავისი პირველი ვიზიტის დროს. ამასთანავე მან განაცხადა, რომ ეს გრძელი გზის დასაწყისია. “რეფორმები – ეს პროცესია” – წერს გერმანული მედია.
ლეგარდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიო კრედიტორებს უკრაინას ვალების დაფარვაში დაეხმარონ. რამდენიმე ხნის წინ კრედიტორებმა გადაწყვიტეს კიევს დავალიანების 20% ჩამოაჭრან. უკრანული ვალების საკითხი, ოქტომბრის თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. საუბარია 18 მილიარდ დოლარზე. მოსკოვი უკრაინისგან 3 მილიარდის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს გამოეყო ქვეყანა.