უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა – უმრავლესობა პრეზიდენტს შეხვდება

ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე? კითხვაზე პასუხი ამ დრომდე უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებს განაგრძობს.

მიმდინარე კვირაში გიორგი მარგველაშვილი მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდება. კოალიცია “ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის შეხვედრის კონკრეტული თარიღი უცნობია.

თარიღის დანიშვნას მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ამ დრომდე ელოდებიან, მანამდე კი ისინი არ აპირებენ, რომ დაასახელონ სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურა, განცხადება დღეს ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანი მიტორაძემ გააკეთა.

“მმართველი კოალიცია ემზადება დიდი პოლიტიკური დანიშვნისთვის”-ასე ეხმაურებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ირგვლივ მიმდინარე კონსულტაციებსა და პროცესებს.

“თავისუფალი დემოკრატები” კი ფიქრობენ, რომ საქართველოში აპოლიტიკური ფიგურის პოვნა შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური უკრაინა ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას კვლავ არ ადასტურებს
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება უკრაინას კონფლიქტის ზონიდან ტანკებისა და არტილერიის გაყვანისკენ მოუწოდებს