უგულავას თქმით მისთვის ტელევიზორის საკანში შეტანის ნებართვა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ ის არ არის ელიტარული პატიმარი. ამის დამადასტურებელი ფაქტი კი ტელევიზორია, რომლის ყიდვის უფლების მიცემაც მისი მტკიცებით ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა.

„ვიღაცას თუ წარმოდგენა აქვს, რომ ჩვენ ელიტერალური პატიმრები ვართ არასწორია, პირიქით, ჩვენი სტატუსი უფრო შემაფერხებელი გარემოებაა. მაგალითად 14 თვე მე არ მქონია ტელევიზორი. ტელევიზორი რა არის თუ პატიმარი იქცევა კარგად შეგიძლია მისცე მას ტელევიზორის ყიდვის უფლება. რამდენიმე დღის წინ მომიტანეს და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმდა ბიძინა ივანიშვილთან. 90 % პატიმრებისას ტელევიზორის ყიდვის საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

ქალაქის ყოფილი მერი ამბობს, რომ ისიც და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც, როგორც ყველა პატიმარი კვირაში ორჯერ დაჰყავთ აბანოში და დღეში ერთი საათით გასეირნების საშუალებას აძლევენ.

გიგი უგულავა ციხის მთავარი ექიმის გარდაცვალების ფაქტსაც იხსენებს.

banner
წინა სტატიაში“ჩვეულებრივი კაგებეშნიკური მეთოდია” – უგულავა ივანიშვილის მხრიდან სასამართლოზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს
შემდეგი სტატია„მთავარი გამოწვევა ჩემთვის არის მარტოობა“ -უგულავა ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს