“ჩვეულებრივი კაგებეშნიკური მეთოდია” – უგულავა ივანიშვილის მხრიდან სასამართლოზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს

თბილისის ყოფილმა მერმა გადაცემა არჩევანთან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სასამართლოზე არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილის ინტერესის სფერო არა ქვეყნის რეალური პრობლემებია, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნაა. უგულავა იმ პირების გვარებსაც ასახელებს ვინც ივანიშვილის დავალებით სასამართლოზე უშუალო ზეწოლას ახორციელებს.

„მე დანამდვილებით ვიცი, რომ ივანიშვილი ზემოქმედებს სასამართლოზე. დანამდვილებით ვიცი როგორ ზემოქმედებს, არის ჩართული ფარცხალაძე, შოთაძე, არიან შუამავალი პირები და ხშირად პირდაპირ მოსამართლეზე გადიან, როდესაც შუამავალი პირები მაგალითად თავმჯდომარეები ვერ ქაჩავენ, მერე უჩხრიკავენ კომპრომატს, რითიც ხდება მათი მანიპულირება. ჩვეულებრივი კაგებეშნიკური მეთოდია,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავას მტკიცებით ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები ვერ შეასრულა და იოლი გამოსავალი მოძებნა.

„ის ქვეყანას უყურებს, როგორც თავისთვის იაფად ნაყიდ სააქციო საზოგადოებას, ის უყურებს ამას როგორც ბიზნესმენი. მან იყიდა ეს ქვეყანა. გადაიხადა რაღაც იქს ფასი, და ახლა ცდილობს გადახდილის კაპიტალიზაციას. ამაში კი ჩვენ ხელს ვუშლით. ივანიშვილმა გასცა ძვირი დაპირებები. ვერ შეასრულა და ყველაზე იაფი გამოსავალი იპოვნა ჩვენი დაჭერით,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაში,,ასეთი ადამიანი ასწავლის სტუდენტებს”- უგულავა ტურავაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაუგულავას თქმით მისთვის ტელევიზორის საკანში შეტანის ნებართვა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა