უახლოეს პერიოდში 5 და 10 ლარიანი კუპიურებიც შეიცვლება

20, 50 და 100 ლარიან ბანკნოტებთან ერთად უახლოეს პერიოდში 5 და 10 ლარიანი ბანკნოტებიც შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მანამდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ახალი კუპიურები მიმოქცევაში მომავალი წლიდან ჩაეშვება.

ქადაგიძის განცხადებით ახალი კუპიურების შექმნის გამო ეროვნულ ბანკს დამატებითი ხარჯები არ გაუწევია.

“ახალი დიზაინის ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვა მომავალი წლიდან და ის მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად. ეს არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯთან. იმიტომ, რომ მომავალ წელს ისედაც იგეგმებოდა გაცვეთილი ძველი ბანკნოტების ამოღება,”- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე ბანკების საინკასაციო მანქანებიდან ფულის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 6-ის ნახევარზე გამოაცხადებს