ტრაგედია ბაქოში… მსხვერპლმა 10 ადამიანს გადაჭარბა

8აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში დღეს დილით აზალდიგის პროსპექტზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის მსხვერპლმა, ამ მომენტისთვის 10 ადამიანს გადააჭარბა…

დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებიც კვამლისაგან გაიგუდნენ… 1 ადამიანი კი ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა, დანარჩენები კი დამწვრები არიან…

დაღუპულთა გარდა ბაქოს საავადმყოფოებში ათეულობით დაშავებული, მოწამლული და დამწვრობა მიღებული ადამიანი გადაყვანილი…

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახლიდან, რომელსაც ცეცხლი ჯერ კიდევ უკიდია, ამ მომენტამდე დარჩენილი ადამიანები თეთრი ზეწრებით უხმობენ მაშველებს…

გაჩენილმა ხანძარმა და სამაშველო ოპერაციებმა, ბაქოს ცენრალური ქუჩების გადატვირთვა და პარალიზება მოახდინა…

TIMER-AA

banner
წინა სტატიაში„ეს უკვე იღებს ძალიან მავნე და არასაჭირო ტრადიციის სახეს,” – გოკა გაბაშვილი 26 მაისზე
შემდეგი სტატიაავსტრიის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო