ტომ კრუზი „შეუსრულებელი მისია 5“-ის ტრეილერში

ტომ კრუზი „შეუსრულებელი მისია 5“-ის ტრეილერშისტუდია Paramount-მა ფილმის „შეუსრულებელი მისია: გაძევებული ქვეყანა“ პირველი ტრეილერი წარადგინა. სპეცაგენტ იტან ჰანტის როლში ტომ კრუზი თამაშობს, მსახიობი, რომელსაც 53 წელი ზაფხულში შეუსრულდება, მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია.

ფილმის გადაღებები ვენაში, მაროკოსა და ლონდონში მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სცენაზე ვენაში მუშაობდნენ: კრუზის გმირი და მისი მეგობარი გოგო (რებეკა ფერგიუსონის მონაწილეობით) ფაქტობრივად ჩახუტებულები ეშვებიან ვენის ცნობილი ოპერის თეატრის სახურავიდან. კრუზი აღიარებს, რომ მას დუბლიორები არ ყავდა და ყველა ტრიუკი თვითონ შეასრულა. ეს ფილმი „შეუსრულებელის მისიის“ მეხუთე ნაწილია, რომელიც 1996 წელს, 19 წლის წინ დაიბადა და ამ ჟანრის ფილმში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფილმი გახდა მსოფლიოში.

ფილმის პრემიერა 25 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ პროდუსერებმა რელიზი ივლისისთვის გადმოიტანეს. კინოგაქირავების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს „ვარსკვლავური ომების“ კონკურენციისგან თავის ასარიდებლად გააკეთეს სპეციალურად. „ვარსკვლავური ომები“ 18 დეკემბერს გამოდის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კორძაია ბესო ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების შეყოვნებას ნაცვლიშვილსა და ჯანყარაშვილს უკავშირებს
შემდეგი სტატიაბურჯანაძე ინაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს