ბურჯანაძე ინაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ბურჯანაძე ინაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჰანაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ მის პოლიტიკურ გუნდს შეუძლია საზოგადოების მოთხოვნების შესრულება და ეს “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს არ უნდა ეწყინოთ. ბურჯანაძე “პატრიოტთა ალიანსთან” მომავალში თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

“ჩვენც და „პატრიოტთა ალიანსიც” ორივე ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, მე ძალიან კეთილად ვარ განწყობილი „პატრიოტთა ალიანსის” ცალკეული წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ მოსახლეობა შეადარებს იმას, თუ ვის შეულძლია საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნების შესრულება და ნათლად დაინახავს ჩვენს უპირატესობას ნებისმიერ სხვა ძალასთან. რაც შეეხება რამე ტიპის ალიანსს, ჯერ ნაადრევია ამასთან დაკავშირებით საუბარი, დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი, რადგან გვაქვს საკმარისი ძალა, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები”, – აღნიშნა ბურჯანაძემ

banner
წინა სტატიაშიტომ კრუზი „შეუსრულებელი მისია 5“-ის ტრეილერში
შემდეგი სტატიაპრემიერი შსს-ს და პროკურატურას ხარძიანის მკვლელობის უმოკლეს დროში გამოძიებისკენ მოუწოდებს