ირაკლი კორძაია ბესო ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების შეყოვნებას ნაცვლიშვილსა და ჯანყარაშვილს უკავშირებს

ირაკლი კორძაია ბესო ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების შეყოვნებას ნაცვლიშვილსა და ჯანყარაშვილს უკავშირებს

ირაკლი კორძაია ბესო ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების შეყოვნებას ნაცვლიშვილსა და ჯანყარაშვილს უკავშირებსგარდაცვლილი ბესო ხარძიანის მეგობარი ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს. ამის შესახებ ირაკლი კორძაიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“რაც შეეხება საქმის განვითარებას, 2012 წელს, როდესაც ბესო ხარძიანი გამოვიდა ციხიდან, როდესაც გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის ბესო ხარძიანს, დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, გია უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც. ეს გვარები არიან, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები ბატონ უდესიანთან და სწორედ ეს იყო ის დაბრკოლება”, _ განაცხადა კორძაიამ.
ირაკლი კორძაიას განაცხადებით, ახლობლების, მეგობრების, ვარაუდები პირდაპირ მიდის გია უდესიანთან.
“ვინც ბესო ხარძიანს კარგად იცნობს, მას პირადი მტრები არ ყოლია. ერთადერთი მტერი რომელიც მას ყავდა ეს იყო გიორგი უდესიანი, რომელიც არ არის საქართველოში”, _ დასძინა კორძაიამ.
ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმელიქიშვილის 49 ნომრიდან 20-მდე ოჯახი გამოასახლეს
შემდეგი სტატიატომ კრუზი „შეუსრულებელი მისია 5“-ის ტრეილერში