ტექნიკურ უნივერსიტეტში თეგეტა მოტორსმა ლაბორატორია გახსნა+ფოტო

მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.

მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.21 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე კომპანია „თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის I კორპუსში, მისივე სახელობის (თეგეტა მოტორსის აუდიტორია) აუდიტორიას გახსნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები „თეგეტა მოტორსის“ პრეზიდენტი თემურ კოხოძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სხვა მოწვეული სტუმრები და ოფიციალური პირები.
„თეგეტა მოტორსმა“, ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სრულად გაარემონტა და აღჭურვა 4 არსებული აუდიოტორია, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ აუდიტორიად გადაკეთდა. „თეგეტა მოტორსის აუდიტორია“ განკუთვნილი იქნება სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ლექციების, პრაქტიკული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოების ჩასატარებლად, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სტუდენტების პროფესიული უნარ–ჩვევების და დარგის განვითარებასა და წინსვლას.
ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების განვითარებისთვის მათ საჭიროებას და მნიშვნელობას და შევთანხმდით ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას და განვახორციელებთ ურთიერთსანაცვლო ვალდებულებებს საგანმანათლებლო სფეროში, რაც გამოიხატება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა უნარ–ჩვევების განვითარებასა და ხელშეწყობაში. წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე მასტერ-კლასი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი, მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები ჩაატარებენ როგორიცაა: SHELL, MOTUL, BRIDGESTONE, SACHS, LEMFORDER, VARTA, PORSCHE, MAZDA, TOYOTA და ა.შ.
მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს კიდევ უფრო წავახალისოთ ჩვენი სტუდენტობა და შემოვიღებთ „თეგეტა მოტორსის“ სახელობის სასწავლო სტიპენდიას აღნიშნული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, რომელიც გამოიხატება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მაღალ რეიტინგული სტუდენტებისთვის გრანტის მინიჭებაში.
„თეგეტა მოტორსი“ დღეს 300-ზე მეტი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პარტნიორია საქართველოში. რომელიც მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. თეგეტა ჰოლდინგი, რომელსაც წელს 20 წელი შეუსრულდა და წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში.

მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.

მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.teg3
მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.
მასალა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.

 

banner
წინა სტატიაშიკახა ცხადაძე ფეხბურთელებისთვის ფინანსურ მოტივაციასაც ითხოვს
შემდეგი სტატიასაბერძნეთში დაკავებული ქართველების რაოდენობა 20-მდე შემცირდა