სტიქიით დაზარალებულები დროებით საცხოვრებლებში გადაყავთ

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დროებითი ფართით უზრუნველყოფენ. როგორც ვაკის რაიონის გამგებელი ამბობს, თითოეული მათგანის უზრუნველყოფა მოხდება. უკვე ტრანსპორტით ხდება მათი ახალ დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა.

ვაკის რაიონის გამგებლის განმარტებით, ასეთი დაახლოვებით 200 ადამიანია. ისინი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის და საირმის ქუჩებზე დროებით თავშესაფრებში გადაყავთ, მანამდე ვიდრე მათი სახლები საცხოვრებლად კვლავ ვარგისი იქნება.

“დღესვე უზრუნველვყოფთ, რომ საკვებით, ტანისამოსით და პირველადი მოხმარების ნივთებით იყვნენ უზრუნველყოფილი. ასეთი ადამიანი დაახლოებით 200-ია,” – განმარტა ლაშა აბაშიძემ. ვაკის რაიონის გამგებლის განცხადებით, ინფორმაციების შესვლა გრძელდება და დაზარალებულთა რიცხვი მატულობს.

ვაკის რაიონიდან სვანიძის ქუჩა კვლავ რჩება ერთ-ერთ რთულ მონაკვეთად. ადგილზე ინტენსიურად მიდის გაწმენდითი და ამოტუმბვის სამუშაოები.

banner
წინა სტატიაში“თიბისი ბანკი” სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაკვალევი კუს ტბასთან დ ვაკეშია დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12 აღწევს