“სომეხი მესაზღვრეების მერ, საზღვრის გადმოწევის არანაირი მცდელობა, არ ყოფილა”

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, სომეხი მესაზღვრეების მიერ, საზღვრის გადმოწევას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც სასაზღვრო პოლიცია არ ადასტურებს.

როგორც კერესელიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო-სომხეთს შორის საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, სახელმწიფო საზღვარი, არც დელიმიტიზირებული და არც დემარკირებული არ ყოფილა ამიტომ, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის შემდეგ, საზღვრის დელიმიტიზაცია მოხდა.

“დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია მუშაობს და ამ მონაკვეთზე დელიმიტიზაცია უნდა მომხდარიყო, გარკვეული ნაწილი დემილიტიზებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასაზღვრო პოლიციაც ადასტურებს, რომ საზღვრის გადმოწევას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია არის ასეთი – საბჭოთა კავშირის დროს, ეს ადმინისტრაციული საზღვრები არც დელიმიტიზირებული და არც დემარკირებული არ ყოფილა, აღნიშნული საზღვრის მონაკვეთი განიხილება როგორც სახელმწიფო საზღვარი, საქართველო-სომხეთს შორის. მოსახლეობა რომელიც აღშფოთებულია, ადრე მიწების დასამუშავებლად უფრო დიდ მანძილზე შედიოდა, თუმცა საზღვარი უფრო ახლოს გადიოდა. ახლა როცა დელიმიტირებულია, სომეხი მესაზღვრეები დადგნენ და მესაზღვრეს დღეს ალბათ აქვს უფლება, არ შეუშვას. ამიტომ, იმ გაგებით, რომ მე შევდიოდი 10 მეტრით უფრო ღრმად და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შეიქმნა ილუზია, თითქოს რაღაც მიწები წაგვართვეს. არანაირი საზღვრის გადმოწევის მცდელობა ან გადმოწევა არ ყოფილა”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკა“ გაიხსნა