სირიის ოპოზიცია გაეროს დახმარებას სთხოვს…

Waving hand Syrian flags

სირიის ნაციონალური კოალიცია, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, აცხადებს, რომ რუსული ავიდარტყმების შედეგად დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება და გაეროს დახმარებას სთხოვს…

,,ამერიკის ხმის,, ცნობით, სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთი ეხმარება ბაშარ ასადს  მშვიდობიან მოსახლეობის და  ოპზიციური ძალების განადგურებაში… მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოფიციალურად ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ აცხადებს ბრძოლას.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ გაგზავნილ წერილში, სირიული ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელი ნაჯიბ გადბანი აცხადებს, რომ 30 სექტემბრის შემდეგ რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული 297 ავიადარტმის შედეგად 436 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, რასაც სირიის სამოქალაქო სამაშველო სამსახურიც ადასტურებს.

,,მცდარი იქნება თუ ივარაუდებთ, რომ რუსული ავიადარტყმები ISIS-ს პოზიციებზე ხორციელდება. ამ მომენტამდე რუსული ავიაციის იერიშების მხოლოდ 7% განხორციელდა ISIS-ს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზ… ხოლო დანარჩენი ავიადარტმები სირიის თავისუფალი არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოდის,, აცხადებს გადბანი, რომელიც თავის მიმართვაში გაეროს სირიაში მშვიდობიანი ზონების გამოყოფას სთხოვს, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ამ ზონებს შეაფაროს თავი და ლტოლვილთა ახალი ნაკადის გადინება არ მოხდეს… წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენელი, ასეულ ათასობით ახალი სირიელი ლტოლვილის გაქცევას ვარაუდობს ქვეყნიდან.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ბედუკაძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაამ წუთებში “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება