სინგაპურში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

სინგაპურში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

სინგაპურში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ყველა ოფიციალურ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებული იქნება.
სახელმწიფო ტელევიზიამ ჩვეულებრივი მაუწყებლობა შეწყვიტა ქვეყნის დამაარსებლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ლი კუან იუ სიცოცხლის უკანასკნელ მომენტამდე მოსახლეობის უმრავლესობის დიდი ნდობით და პატივისცემით სარგებლობდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იუს „ბრძენი სახელმწიფო მოღვაწე“ უწოდა და მწუხარება გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო.
სინგაპურში ლის მმართველობიდან მოქმედებდა კანონი, რომელიც უკიდურესად ზღუდავდა მოსახლეობის სიტყვის თავისუფლებას.

ლი კუან იუ გუშინ 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ ის საავადმყოფოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. კუან იუ სინგაპურს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 31 წლის მანძილზე მართავდა. მან დიდი ეკონომიკური რეფორმები გაატარა და ბრიტანეთის ყოფილი კოლონიიდან ქვეყანა ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნების რიგში შეიყვანა. თუმცაღა, უფლებადამცველები მას ადამიანის და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.

banner
წინა სტატიაშისენატორი ტედ კრუზი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ქვეყანას “ქართული ოცნება” უნდა მოშორდეს