სენატორი ტედ კრუზი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

სენატორი ტედ კრუზი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

რესპუბლიკელი სენატორი ტეხასის შტატიდან ტედ კრუზი საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„მე კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებზე და თქვენი მხარდაჭერის იმედი ამქვს“ – დაწერა სენატორმა საკუთარ ტვიტერ გვერდზე.
44 წლის კრუზი, რომელიც „ჩაის სმის მოძრაობის“ თავმჯდომარეა, პირველი მაღალჩინოსანი რესპუბლიკელია, რომელმაც საკუთარ საპრეზიდენტო გეგმებზე ისაუბრა.
რესპუბლიკელების შესაძლო კანდიდატებში მოიაზრებიან ფლორიდას ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში, ვისკონსის გუბერნატორი სკოტ უოკერი და ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი.

banner
წინა სტატიაშიდღეს საბერძნეთის პრემიერი მერკელს ხვდება
შემდეგი სტატიასინგაპურში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა