სერგო ჯავახიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს

აიკრძალოს საქართველოში დოლარზე ვაჭრობა!

აიკრძალოს საქართველოში დოლარზე ვაჭრობა!შექმნილი მდგომარობიდან გამომდინარე, ლარის კურსთან დაკავშირებით, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც განიხილება მთავრობაში და ყველა ის რეკომენდაცია რომლებიც მიღებულია პოლიტიკური პარტიებისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან არის დროებითი. სესხის აღება, ქამრების შემოჭერა, რეზერვებიდან დოლარის ინტერვენცია, ეკონიმური გუნდის შეცვლა და ა.შ ღონისძიებებს მხარს არ დავუჭერ რადგან, მიმაჩნია რომ ლარის გაუფასურებაში უდიდესი როლი საგარეო ფაქტორებს უკავშირდება, კერძოდ კი მსოფლიოში დოლარის გამყარების ტენდენციებს–ასე ეხმიანება ლარის კურსთან დაკავშირებულ პრბლემას სერგო ჯავახიძე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”

მთავრობასა და ეროვნული ბანკის სხვადსხვა ინსტრუმენტებით ლარის კურსის შენარჩუნება ერთჯერადი პროცედურაა, რომრლიც დიდხანს ვერ გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ცუდათ იმოქმედებს ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და არ გამოვრიცხავ ქვეყანა მიიყვანოს უარეს კრიზისამდე.
მივმართავ ეროვნულ ბანკს და მთავრობას, რომ განუხრელად დაიცვან “საქართველოს ორგანული კანონი“ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ თავი 5 მუხლი 34 „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა.“
რადგანაც, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული, უძრავი და მოძრავი ქონების (ბინები, ავტომობილები, მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები, ბიზნესი, ბიზნესის წილები და ა.შ) რეალიზაცია ხდება დოლარში, რაც ზრდის დოლარის მოთხოვნას და საშუალებას აძლევს სავალუტო ჯიხურებს და კომერციულ ბანკებს თვითნებურად დაადგინონ სავალუტო კურსი , რომლიც არ შეესაბამება ერვნული ბანკის კურსს.
აღნიშნული კანონის რეალურად ამოქმედება, გაზრდის ქვეყანაში ლარზე მოთხოვნლებას და სხვა ღონისძიებებისაგან განსხვავებით, ეროვნულ ვალუტას აუწევს ავტორიტეტს და გაამყარებს.

banner
წინა სტატიაშიშსს ახმეტის პოლიციის უფროსად ნარკოტიკებზე გასამართლებულის დანიშვნას ადასტურებს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კონტრდაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს