სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები იმერეთის რეგიონის შემსყიდველ ორგანიზაციებს შეხვდნენ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები იმერეთის რეგიონის შემსყიდველ ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა.
“კონკურსების მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ახალ წესსა და პირობებთან დაკავშირებით ოთხი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ბათუმსა და თბილისში გაიმართა და “ღია მმართველობის პარტნიორობის” (Open government Partnership – OGP) ფარგლებში მიმდინარეობდა. დღეს პრეზენტაცია ქუთაისში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ჭიათურის, ბაღდათის, საჩხერის, ზესტაფონის, ტყიბულის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ვანის შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მიმართა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ კი საზოგადოებას გააცნო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს მთავრობისა და სააგენტოს ახალი ინიციატივები. კონკურსების განხორციელების შესახებ პრეზენტაცია სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ლაცაბიძემ და ექსპერტ-ანალიტიკოსმა ალექსანდრე ჩხიკვიშვილმა წარმოადგინეს. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ჯაიანმა სატესტო რეჟიმში აჩვენა, თუ რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო კონკურსების განხორციელებისას. შეხვედრაში სააგენტოს მხრიდან, ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი, მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე გუგეშაშვილი და კომუნიკაციების მენეჯერი ეკა გაბადაძე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა უპასუხეს შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა კითხვებს”, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგორში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიაშსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა