სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს

"თაიმერი" და ტექნიკური უნივერსიტეტი სტიქიის კვალდაკვალ13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია – 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი. მდინარე მტკვარმა დღეს თბილისში, მშვიდობის ხიდთან მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გვამის იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ეს პიროვნება სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არ გახლავთ. 24 ივნისს ზოოპარკის ტერიტორიაზე ვოლიერების გაწმენდითი სამუშაოების დროს ნაპოვნია ზოლიანი აფთრის ლეში. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი. 25 ივნისის, 00:25 საათიდან ამ დრომდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შევიდა 6 შეტყობინება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელ ცხოველთა სავარაუდო დაფიქსირების შესახებ. ყველა შეტყობინებაზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა, არცერთი არ დადასტურდა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს. აქტიურიად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე. პროცესში ჩართულია შესაბამისი სამსახურები – მობილიზებულია ყველა სახის საჭირო სპეცტექნიკა. სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია. ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ძირითადი ნაწილი გადასულია სვანიძის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ვერეს ხეობაში, საიდანაც წყალდიდობის შედეგად ჩამონატანი ხე-ტყის გატანა მიმდინარეობს; აქტიურად გრძელდება სამაშველო-საძიებო და გაწმენდითი სამუშაოები მზიურის ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 150-ე საშუალო სკოლის მახლობლად მაშველებმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა აღმოაჩინეს; წყნეთის ქუჩაზე გრძელდება საყრდენი კედელისთვის საჭირო ხიმინჯების აგება; ბაგებში, კოლექტორის ტერიტორიაზე ძირითადი მიწის სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს საინჟინრო ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილის დაგეგმვა.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში ნაპოვნი ცხედარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული პიროვნება არ არის
შემდეგი სტატიაწყალდიდობა სოჭში – ვიდეო კადრები