საშობაო ალილოსთან დაკავშირებით, თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

ხვალ, საშობაო ალილოსთან დაკავშირებით, თბილისში მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციის თანახმად, გადაიკეტება ვარდების მოედანი, ასევე რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.

banner
წინა სტატიაშიშსს თოვლში ჩარჩენილებს საკვებით მოამარაგებს
შემდეგი სტატიათბილისის პოლიციის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს