საბერძნეთი მზად არის გერმანული ქონება დააყადაღოს

საბერძნეთი მზად არის გერმანული ქონება დააყადაღოს

საბერძნეთი მზად არის გერმანული ქონება დააყადაღოსსაბერძნეთი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო რეპარაციის გადახდის გამო ინიციატივით გამოდის, რომ გერმანული ქონება საბერძნეთში დააყადაღონ. საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა ნიკოს პარასკევოპულუსმა განაცხადა, რომ ის მზად არის სანქციის გასაცემად, თუკი ბერლინი და ათენი რეპარაციის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

2000 წელს საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნაცისტური გერმანიის მსხვერპლი ბერძენი მოქალაქეების ნათესავების საჩივართან დაკავშირებით, რომლებიც სოფელ დისტომოში 1944 წელს დახვრიტეს, რომ გერმანიამ მათ კომპანსაცია უნდა გადაუხადოს. მაშინდელი გადაწყვეტილებით, საბერძნეთის მთავრობას შეეძლო საბერძნეთში არსებული გერმანული ქონება დაეყადაღებინა. საუბარი არის 28 მილიონ ევროზე. საბერძნეთის კანონმდებლობით, მისი აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ იუსტიციის მინისტრის თანხმობით – წერს გერმანული “შპიგელი”.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიაში ზღვიდან დაიწყო დაბომბვები
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი