საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება

    სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

    საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მიმდინარე კვირას პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება.
    კომისიაში წარმომადგენლები საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობამ წარადგინა. კანდიდატურები არ დაუსახელებიათ მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “მრეწველებს”. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ისინი საკითხზე ჩამოყალიბებისთვის დამატებით ორ-სამ დღეს ითხოვენ. ხვალ ან ზეგ კი, ამ თემაზე კონსულტაციები იგეგმება.
    პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს დაუჭირა მხარი. ჩასატარებელია კიდევ ერთი კენჭისყრა, რომელიც უშუალოდ კომისიის ფორმირებას ეხება და რისთვისაც მაღალი – 76 ხმიანი კვორუმია საჭირო.
    “ქართულ ოცნება” და “მრეწველები” საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ.

    banner
    წინა სტატიაშინოდარი ხადური – დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია
    შემდეგი სტატიავალერი მელაძე: ვოცნებობ რომ ჩემმა შვილებმა სტაბილურად იცხოვრონ