ვალერი მელაძე: ვოცნებობ რომ ჩემმა შვილებმა სტაბილურად იცხოვრონ

244x323_0_29909be7d8d8edfc050298dfbcbab744@244x323_0xd42ee430_17243609791423132873ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძე, რუსულ პრესას უყვება იმის შესახებ, თუ როგორი ბედნიერია ის თავისი 5 შვილის (3 გოგო და 2 ბიჭი) გამო, რომელთაგან უფროსი ინგა 23 წლისაა ხოლო უმცროსი ლუკა 7 თვის.
,, პატარა ლუკას მიმართ დიდ მოწიწებას ვგრძნობ… სრულ აღფრთოვანებაში მოვყავარ მის ყველა მოქმედებას, მოზრაობას, იმას თუ როგორ იზრდება და როგორ იცვლება. მას ჯერ ლაპარაკი არ დაუწყია, რარაცეებს ბუტბუტებს მაგრამ რა უნდა ვგებულობთ ყველაფერს. ჩემი შვილები, ყველანი განსხვავებულები არიან, თუმცა მე ისინი გიჟური სიყვარულით მიყვარს ყველა. უფროსები, ყველა ადვილად გასაზრდელებიიყვნენ და მე შვილებთან არასდროს გამჭირვებია ურთიერთობა. ყოველი წუთი მათტან გატარებული უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ,, აცხადებს მელაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, ანებივრებს თუ არა ის თავის შვილებს, მელაძე პასუხობს: ,,რა თქმა უნდა… ისინი ყველა განსხვავებულები არიან და მეც განსხვავებულად ვანებივრებ მათ. თუმცა მკაცრიც ვარ და მომთხოვნიც. ჩემს შვილებზე ჯერჯერობით მე ვღებულობ პასუხისმგებლობას და ასი პროცენტით ვგრძნობ მას. ისინი ჯერ არ არიან ისეთი ასაკის, რომ სრულად აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა, მაგრამ მინდა რომ ოდესღაც ისევე ვენდო მათ, როგორც მე და ჩემს ძმას ჩვენი მშობლები. მე და ჩემი ძმა ტექნიკურ განათლებას ვფლობდით, ინჟინრები ვიყავით, მე ასპირანტურაც მქონდა დამთავრებული და როდესაც გადავწყვიტეთ მუსიკით დავკავებულიყავით, მშობლებმა დელიკატურად მიგვახვედრეს, რომ პროფესიით გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა, თუმცა ჩვენ მაინც მუსიკას გავყევით და ისინი გაგებით მოეკიდნენ ამას. არც ერთი მათგანი თავს არ გვახვევდა თავის აზრს. ჩემი უფროსი ძმაც კი, თუ რამეს ნახავს და არ მოეწონება… დელიკატურად მიმახვედრებს ხოლმე… პირადად მე ადამიანში ვაფასებ სიკეთეს და სულგრძელობას, რომელიც ნიჭია… ვაფასებ მეგობრობას და თუ ადამიანს ჭირდება ჩემი დახმარება, დაუფიქრებლად დავეხმარები მას,, 600x400_0xd42ee430_12428506711423133024600x400_0xd42ee430_18174744361423132958600x400_0xd42ee430_14246416971423132982

banner
წინა სტატიაშისაყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება
შემდეგი სტატიანოდარ ხადურის თქმით, იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი იყო