“საქართველო კულტურის სფეროში ევროპის წევრი ქვეყანა ხდება,”- მიხეილ გიორგაძე

საქართველო ევროკავშირის პროგრამა “კრეატიული ევროპის” წევრი ხდება. აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის საქართველო ერთადერთი ხელმომწერი ქვეყანაა.

ცნობილია, რომ შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი საქართველოს, პროგრამის საწევროს ნახევარს, წელიწადში დაახლოებით 40 ათას ევროს დაუფინანსებს.

საქართველოს კულტურის მინისტრი ბრიუსელში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ორშაბათს გაემგზავრება.

“პრაქტიკულად საქართველო კულტურის სფეროში ხდება ევროპის წევრი. ეს პროგრამა ითვალისწინებს დაეხმაროს ევროპის ქვეყნებს კულტურის აღორძინებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში თითქმის ყველა კულტურული მიმდინარეობა დაფინანსდება,”- აცხადებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

banner
წინა სტატიაში“მანდარინების” შემოქმედებით ჯგუფს ლოს-ანჯელესში სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლეს
შემდეგი სტატიაილია მეორე – ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია