საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

giorgi-margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან გამართა.

მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მნიშვნელობას და რიგის სამიტზე საქართველოს მოლოდინს.
გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს.

გიორგი მარგველაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა რომ რაც მოხდა უკრაინაში გარკვეულწილად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა.

დღის მეორე ნახევარში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში და შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს.

საქართველოს პრეზიდენტის ბრიოუსელში ვიზიტის მთავარი საკითხი რიგის სამიტისთვის მზადება და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებია.

banner
წინა სტატიაშიაქცია სენაკის პროკურატურასთან
შემდეგი სტატიაპუტინი 1200 კაციან წვეულებას აპირებს