საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა

მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროში გამართული საზეიმო ღონისძიება კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტები შეეცადნენ, მისთვის ეკითხათ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მინდია ჯანელიძეს თინა ხიდაშელი შეცვლის, თუმცა ის ჟურნალისტებთან არ გაჩერდა და კომენტარი არ გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს და ის თინა ხიდაშელმა შეცვალოს. თავად ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიმინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს–თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატიაშეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან